ლევან ხაბეიშვილმა კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა

08 მარტი 2023, 15:05 602 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა.

"ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს, 17:00 საათისთვის დაიწყონ შეკრება პარლამენტთან და ორი მთავარი მოთხოვნის შესახებ ისაუბრა.

"მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე, როგორც გუშინ, ჩვენი დასაცავია ევროპული მომავალი. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. დაწყებულია რუსული პროპაგანდა, ეს პარტია ის პარტია, არაფერმა შეგაშინოთ, მათ შორის პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ეს ქვეყანა არის ჩვენი საბრძოლი. ამიტომ დღეს, 17:00 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტის წინ. სამოქალაქო სექტორი 15:00 საათიდან უკვე იწყებს აქტიურობას, შეკრებას, რაც ძალიან კარგი, მნიშვნელოვანია და მივესალმებით. 17:00 საათიდან დავმობილიზდეთ, შევიკრიბოთ პარლამენტთან.

ასევე, მნიშვნელოვანია, გვქონდეს კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. ამიტომ ვაჟღერებ ხალხის მოთხოვნებს. პირველი მოთხოვნაა რუსული კანონის გაწვევა უპირობოდ და სასწრაფოდ, რაც არ ნიშნავს, რომ ეს კანონი თუ გაიწვიეს, ვინმე იტყვის, რომ რუსები აღარ არიან, მაგრამ ეს რუსული კანონი ევროპულ მომავალს აფერხებს, ევროკავშირის სტატუსზე არის წინაღობა. ხალხის პირველი მთავარი მოთხოვნა არის კოლექტიური ხუნდაძის, ყაველაშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის – ამ გავრილოვების კანონი იყოს გაწვეული სასწრაფოდ. ქართველი ხალხის მეორე მოთხოვნაა ევროკავშირის სტატუსი უპირობოდ. თუ ეს ორი მოთხოვნა არ ასრულდება და არ გააკეთებს „რუსული ოცნება“, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ასევე, დაკავებულების გათავისუფლება სასწრაფოდ. ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია, არის პოლიტიკური პატიმარი. უკანონოდ დაკავებულია ყველა, ვინც ანტიპუტინისტურ, ანტირუსულ, ევროპის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი