პარლამენტთან მისულ ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს

07 მარტი 2023, 22:45 658 ნახვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციას და დავრწმუნდე, რომ აქ ძალის გადამეტება არ იქნება და მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცული იქნება. აქციის დასრულებამდე აქ, ამ ადამიანებთან ერთად ვიქნები“, - განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის აქციაზე გამოჩენას აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა მას კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონა".

"ჩემთვის პოლიტიკურ შეხედულებებს არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას არა. არ ვიცი რას მოყვა ეს რეაქცია. ვიღაცეებმა თავისი დამოკიდებულება გამოხატეს აგრესიულად. ეს პრობლემა არაა. მე ჩემი უფლებამოსილება უნდა შევასრულო"-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი