“არა რუსულ კანონს” - თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე შეკრებილები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონის მიღება ნიშნავს რუსული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.