დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის - ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2023, 22:14 502 ნახვა

როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონპროექტის მიმართ, რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ისინი თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ კანონპროექტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ.

„ხედავთ, რომ რეალურად არავინ ინტერესდებოდა კანონპროექტების შინაარსით. თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია - იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი ჰქონდა საერთო სიმართლესთან. სინამდვილეში, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის.

„მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა პარლამენტარს, ვინც „ზეწოლის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონპროექტს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი