უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 140-ზე მეტი შეტევა 5 მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

07 მარტი 2023, 10:08 517 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 140-ზე მეტი შეტევა 5 მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 50 საჰაერო და 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

„ოკუპანტები თავიანთ ძირითად ძალისხმევას მიმართავენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მაინერის მიმართულებით. გუშინ, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის 140-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

პარალელურად უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა დამპყრობლების კონცენტრაციის უბნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში