მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში

04 მარტი 2023, 17:31 1483 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი, კიდევ ერთი ახალგაზრდა კი დაშავებულია. იგი კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი