“უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა” - ბერლინის ტურისტული გამოფენა

04 მარტი 2023, 14:40 586 ნახვა

ბერლინის ტურისტული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს სტენდის ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, მარიამ ქვრივიშვილთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მაია ომიაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო ITB ბერლინის დირექტორი დებორა როთი. საქართველოს სტენდთან გამოფენის დირექტორმა ITB 2023-ზე, საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

ITB Berlin-ი 1966 წლიდან იმართება. 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე გამოფენამ მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა.

გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა და მედიის 5 000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი