დედის დღე აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს მიულოცეს

03 მარტი 2023, 15:01 743 ნახვა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებული დახმარება ომში დაღუპული მეომრებისა და ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის მომავალი წლიდან გაორმაგდება. დედის დღე 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა.

აგვისტოს ომის გმირი ამირან შაინიძე ერგნეთთან ჩამოგდებულ ჭურვს ემსხვერპლა. მას მიღებული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის. ამირან შაინიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მთავრობის წევრებმა დედის დღე მიულოცეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, რომან ზოიძის დედასა და მეუღლეს. კაპრალი გმირულად დაიღუპა შინდისის მისადგომებთან.

რომან ზოიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-III ხარისხის ორდენით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებისა და 2012 წელს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს ათას ლარს გადასცემს. 

მთავრობის ინფორმაციით, ოჯახები აგვისტოშიც მიიღებენ დახმარებას 3 000 ლარის ოდენობით.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი