მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე - USAID-ის ხელმძღვანელი

03 მარტი 2023, 11:03 728 ნახვა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ხელმძღვანელი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე. ამის შესახებ სამანტა პაუერი “ტვიტერზე“ წერს.   

„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე", - წერს სამანტა პაუერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი