ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს ორმა კომიტეტმა მხარი პროტესტის ფონზე დაუჭირა

03 მარტი 2023, 11:52 767 ნახვა

დაკავებების სერიამდე კი დღის განმავლობაში ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა საკომიტეტო   სხდომა,  რომელზეც საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა  ე.წლი აგენტების შესახებ  კანონს მხარი დაუჭირეს. 

თითქმის ჩაშლილი სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო და მას პირველი მოსმენით მხარიც დაუჭირეს. ამის შმდეგ პროცესი იურიდიულ კომიტეტში ორშაბათს  განახლდება.

რაც შეეხება მეორე მოსმენას, ხალხის ძალაში ამტკიცებენ,   რომ საკანონდებლო ინიციატივის მუხლობრივი განხილვა არ დაიწყება იქამდე, ვიდრე დოკუმენტზე დასკვნას არ დადებს ვენეციის კომისია.   

პირველი მოსმენით კანონის განხილვა ნიშნავს მხოლოდ პრინციპის დონეზე განხილვას და არა  სათაურს და ტერმინებს,ამტკიცებენ ინიციატორები. ამის  კი არ სჯერა საპარლამენტო ოპოზიციას, რომელთან ნაწილს  სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ. 

საბოლოდ როგორც უკვე გითხარით, პროტესტის მიუხედავად პირველი მოსმენით  დოკუმენტი მიიღეს.  

პარლამენტში მყოფი  მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების   წარმომადგენლები სხდომის დასრულების შემდეგ  დეპუტატებს პარლამენტის გასასვლელებთან ელოდებოდნენ, სადაც  ე.წ-ლი სირცხვილის  დერეფნის  მოწყობა სურდათ,  დეპუტატებმა კი საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიის დატოვება პოლიციის დახმარებით შეძლეს.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი