ნედ პრაისის განცხადება

03 მარტი 2023, 12:00 751 ნახვა

სიცრუეა, თითქოს ეს კანონი ამერიკულს ეფუძნება, ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი -FARA”- ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.

დაამატა, რომ მსგავს შენიშვნებს არა მხოლოდ აშშ, არამედ სხვა პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირი, გაერო და საქართველოს მოქალაქეებიც გამოხატავენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი