პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - სავარაუდოდ, დააკავეს კიდევ რამდენიმე ადამიანი

02 მარტი 2023, 23:13 649 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, ხმაურია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავა. დაკავებულია, ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი პატარაია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციაზე გამოცემა ,,პუბლიკას" დირექტორი და თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. ასევე ტაბულა" ავრცელებს ინფორმაციას, მათი გამოცემის ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის დაკავების შესახებ.

პოლიციამ ზურა ვარდიაშვილთან ერთად აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ვანო მაღალაშვილი და ნიკა ნარსია დააკავა.

შსს-ს ამ დროისთვის, მხოლოდ აქციის 4 მონაწილის დაკავებას ადასტურებს.

ცნობისთვის, მანამდე პარლამენტთან პოლიციამ 4 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი