პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს

02 მარტი 2023, 14:30 637 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაციები იწუნებენ, ოპოზიციის ნაწილი და მესამე სექტორი აპროტესტებს, თუმცა ამის  მიუხედავად პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას მაინც იწყებს.

პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ, რომელიც ამ წუთებში იწყება.

მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, დოკუმენტის მიღება დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და განმარტავენ, რომ "ქართული ოცნება" "ხალხის ძალის" სახელით თავისუფალი სივრცის დახშობას ცდილობს.  

მმართველი გუნდი და კანონის ინიციატორები კი ისევ ამტკიცებენ, რომ კანონი არ არის რუსული დოკუმენტის ანალოგი, პირიქით მას ამერიკულთან აიგივებენ. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი