აშშ სახელმწიფო მდივანი შუა აზიის ქვეყნებს სტუმრობს

28 თებერვალი 2023, 10:25 428 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.  ეს   შუა აზიის რეგიონში ბლინკენის  პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციაში მთავარი დიპლომატის თანამდებობა დაიკავა. 

ვიზიტი უკრაინაში რუსეთის  სამხედრო შეჭრის პირველი წლისთავიდან რამდენიმე დღეში იმართება, რომელმაც რეგიონში, რომელიც ასევე მოიცავს უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და თურქმენეთს,  მოსკოვის გავლენა  აჩვენა.

დღეს ასტანაში ბლინკენი შეხვდა პრეზიდენტ ყასიმ ჟომარტ თოყაევს, რომელიც ნოემბრის არჩევნების შედეგად მეორე ვადით აირჩიეს და რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ტერიტორიულ პრეტენზიებს ეწინააღმდეგება.

ბლინკენმა საგარეო საქმეთა მინისტრ  მუხტარ  ტილეუბერდის ვაშინგტონის მხარდაჭერა გადასცა ყაზახეთის  სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მიმართ, რომელმაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. 

ასტანაში ბლინკენი შეხვდა შუა აზიის  5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ტაშკენტში ვიზიტის წინ. რუსეთსა და ყაზახეთს ერთმანეთთან  მსოფლიოში ყველაზე გრძელი უწყვეტი სახმელეთო საზღვარი აქვთ.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი