ჩინეთმა „დიდი ოცეულის“ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი არ მოაწერა

26 თებერვალი 2023, 10:50 480 ნახვა

ჩინეთმა „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ განცხადებას, რომელიც რუსეთის უკრაინაში აგრესიას გმობდა ხელი არ მოაწერა. ხელი არ მოაწერა ასევე რუსეთმა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი.

აღნიშნულია რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. მოსკოვში აცხადებენ, რომ ე.წ ანტირუსულმა დასავლურმა ქვეყნებმა, „დიდი ოცეულის“ დესტაბილიზაცია განახორციელეს.

გარდა ამისა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.

საუბარია დრონებსა და საბრძოლო მასალებზე. თუმცა დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში