გალიფ ოზთურქი განაჩენის მოლოდინში

25 თებერვალი 2023, 10:48 554 ნახვა

გალიფ ოზთურქი განაჩენის მოლოდინში - ორშაბათს გაირკვევა სცნობს თუ არა სასამართლო ბიზნესმენს დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებაში. გუშინ საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართა.

ბრალდებულმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი თქმით, მისთვის უცნობია საცხოვრებელ სახლში 7 გრამი ნარკოტიკული საშუალება როგორ აღმოჩნდა, და ამტკიცებს, რომ ნარკომომხმარებელი და რეალიზატორი არ არის.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბიზნესმენს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი