დღეს იუნკერთა ხსენების დღეა. საქართველოში 1921 წლის თებერვლის მოვლენებს იხსენებენ. როდესაც სამხედრო სასწავლებლის იუნკერები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.
საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში მიმდინარეობდა.
მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. პარლამენტში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.