ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალექსანდრია 2023 წლის სეზონის მეორე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 16 სპორტსმენითაა წარდგენილი.
საქართველოს ნაკრები ოლიმპიური პრიზიორებით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებით და პრიზიორებითაა დაკომპლექტებული.
ეროვნული გუნდის ღირსებას ეგვიპტეში აჭარიდან 7 სპორტსმენი - ლერი აბულაძე, რამაზ ზოიძე, ოთარ აბულაძე, შმაგი ბოლქვაძე, გელა ბოლქვაძე და ლაშა გობაძე დაიცავენ. ჩემპიონები და პრიზიორები ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ გამოვლინდებიან.