პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

22 თებერვალი 2023, 20:21 490 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის, ძალადობისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობნილებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გამოვლენილი დანაშაულის ფარგლებში ბრალდება კიდევ ერთ პირს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის დასაწყისში ბრალდებულები დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. 9 თებერვალს დანაშაულში მონაწილე პირებმა ეს უკანასკნელი ჩასვეს ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, რა დროსაც სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.   პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი