,,ხალხის ძალის“ მეორე და ისევ სადავო კანონპროექტი. ქართული ოცნების რიგებიდან სიმართლის სათქმელად გამიჯნულმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ე.წ-ლი აგენტების შესახებ კანონპროექტის შემდეგ "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირონ, ოღონდ ამერიკული მოდელი ერთ-ერთში თარგმნონ. ამით კი ცდილობენ დაამტკიცონ პირველი ვერსიის ლიბერალური მიდგომები.
ამასთან იმედი აქვთ, რომ ამ გზით სპეკულაციები დასრულდება, იმის შესახებ, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივა პრორუსულია. თუ მოლოდინმა თუ არ გაამართლა, მაშინ გამოდის ამერიკაშიც რუსული კანონი მოქმედებს -თქვა დღეს გურამ მაჭარაშვილმა.
უკვე ცნობილია კოპირებულ ამერიკულ ვარიანტს არ ექნება მმართველი გუნდის მხარდაჭერა. უფრო მეტიც, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებსაც არ მოსწონთ კანონპროექტი.