ვიღაცებს გიორგი გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი - ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვიღაცებს გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება. არის 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის.