„ხალხის ძალის„ ინიციატივა ე.წ. „აგენტების კანონზე“ და პოლიტიკური განცხადებები

21 თებერვალი 2023, 12:06 560 ნახვა

ისევ განხილვის საგანია სადავო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე  დარეგისტრირდა. "ხალხის ძალის" ინიციატივით,  საზოგადოებრივ ველზე "უცხოური გავლენის აგენტები“ უნდა გამოჩნდნენ.

სამართლებრივი დოკუმენტი თავიდანვე ოპოზიციის კრიტიკის საგანი იყო, მას რუსულ კანონს უწოდებენ და განმარტავენ, რომ რუსეთში მსგავსი კანონი კრიტიკული ხმის ჩახშობის იარაღად იქცა.

იგივე აზრზეა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის აზრით, კანონის ინიცირება თავისი შინაარსით არა ევროპას, არამედ რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს. 

კრიტიკის საპასუხოდ "ხალხის ძალის" დეპუტატები ამბობენ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი