ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე სახელწოდებით „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“, სპეციალისტებმა მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში მარილის მოხმარება ჯანმოს რეკომენდაციების დოზაზე ორჯერ მეტია.