მამუკელაშვილმა NBA-ს G ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა

20 თებერვალი 2023, 21:09 563 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ს G ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა. ოლ სტარს იუტამ უმასპინძლა და ლუკა გარზას გუნდმა, რომლის ღირსებასაც მამუკელაშვილი იცავდა, სკოტ ჰენდერსონის გუნდს 178:162 სძლია. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 20 ქულით მეტი ჩააგდო და ეს თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში