დიდთოვლობის გამო ზემო აჭარაში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა ხულოში ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროქსელი. დღის განმავლობაში 4 სოფელს შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ამ დროისთვის კი ხულოს მუნიციპალიტეტი სრულად ჩართულია. ქსელის დაზიანების წუთიდან, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და საღამოს სრულად მოხერხდა უამინდობის გამო გამოწვეული ავარიების ლიკვიდირება.