საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებისათვის ლექცია-სემინარი გაიმართა.
პოლიტიკა, საზოგადოება და მედია - აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებისთვის ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთრინ ჩავინმა ისაუბრა. ასევე ისაუბრეს თანამედროვე მედიის მოწყობასა და მის მნიშვნელობაზე.
ლექცია-სემინარი დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. ხვალინდელი სემინარის თემა კი არჩევნები და მედიაა.