ვითარება თურქეთსა და სირიაში

17 თებერვალი 2023, 20:05 481 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 44 ათასს გადააჭარბა. დაშავებულია 100 ათასზე მეტი ადამიანი. მიწისძვრიდან მე-12 დღეს მაშველები ნანგრევებში ისევ ნახულობენ ცოცხალ ადამიანებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 261 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან გამოყვანილი ორი მამაკაცი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

260 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ქალაქ ჰათაიში 12 წლის ბიჭი ამოიყვანეს, ქაჰრამანმარასში კი 258 საათის შემდეგ  გადაარჩინეს 42 წლის ქალი.

ამ დრომდე დაუზუსტებელია ნანგრევებში დარჩენილი მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების გამო თურქეთის პოლიციამ 78 ადამიანის დაკავების ბრძანება გასცა, ისინი საზოგადოებაში შიშსა და პანიკას სთესავდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში