ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეულ სერვისებზე მომსახურება შეფერხებულია - იუსტიციის სახლი

17 თებერვალი 2023, 17:41 668 ნახვა

ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეულ სერვისებზე მომსახურება შეფერხებულია. ამის შესახებ იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

"იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „საქართველოს ეროვნული არქივის“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ამასთან, ნაწილობრივ შეზღუდულია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მომსახურება.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე“,ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი