შეხვედრა სამშენებლო სექტორთან

16 თებერვალი 2023, 17:31 801 ნახვა
00:00
00:00

ბიზნეს სექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება - ითქვა სამშენებლო სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის განმარტებით, კვირაში 40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, თანამშრომლებს გაზრდილი ოდენობით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. მისი ოდენობის განსაზღვრა კი ცალკეული ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

სიახლის მიხედვით, მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი