რამდენიმე დღეში, ხის სახერხი საამქროებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მეწარმეებს, რომლებიც პირველადი გადამუშავების ობიექტებს ფლობენ, ეკისრებათ ვალდებულება, პროდუქციის აღრიცხვა, ელექტრონულად აწარმოონ. მეწარმეებს ახალი რეგულაციების დეტალების გასაცნობად შეუძლიათ დარეკონ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე, ნომერზე – 153 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია.