სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში - ნიკოლაი მალომუჟი

15 თებერვალი 2023, 10:05 835 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა, ნიკოლაი მალომუჟმა გადაცემაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა.

ნიკოლაი მალომუჟის განცხადებით, დაზვერვისა და კონტრდაზვერვისთვის კონტინგენტს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევდნენ, ძირითადი ბაზა კი, მისი თქმით, კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო.

„პირველ რიგში, დაზვერვისთვის და კონტრდაზვერვისთვის ჩვენ ვარჩევდით წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან. კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო ძირითადი ბაზა, რადგან იქ იყო საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა ფაკულტეტები. დაზვერვის მომავალი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უცხო ენების ცოდნა. ეს კონტინგენტი, სააკაშვილის და პოროშენკოს ჩათვლით და კიდევ ბევრი სხვა, განიხილებოდა, როგორც მომავალი შესაძლო დაზვერვის თანამშრომლები. სხვები, უბრალოდ, არ იყვნენ“, – განაცხადა ნიკოლაი მალომუჟიმ.

კითხვაზე, – კგბ მუშაობდა თუ არა პოროშენკოსთან და სააკაშვილთან? – მალომუჟი პასუხობს, რომ თავდაპირველად მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი – უკრაინის უშიშროების სამსახური.

„ისინი სწავლობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში. სააკაშვილმა რეკომენდაცია მიიღო საქართველოზე და წავიდა, რადგან სსრკ დაიშალა. საქართველოში ომი იყო, გამსახურდიამ ამბოხება მოაწყო, სააკაშვილი მივიდა და ვისთვის უნდა ეჩვენებინა რეკომენდაცია? უკრაინული მხრიდან ყველამ მიიღო რეკომენდაციები იმ ვარაუდით, რომ იქ დახვდებოდნენ კოლეგები, მაგრამ არავინ იყო, ვინც მიიღებდა. ამიტომ სააკაშვილი პოლიტიკაში წავიდა, საზღვარგარეთ ისწავლა და გახდა პრეზიდენტი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი