ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაშია

14 თებერვალი 2023, 19:48 462 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მაძიებელთა რეიტინგში ისევ დაწინაურდა. GOAL.COM-მა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა სადაც ქართველი ფეხბურთელი უკვე მე-8 ადგილზე იმყოფება და ეს მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. პოპულარულმა ვებ-გვერდმა კლასიფიკაციის შედგენა გასული წლის ოქტომბერში ქარიმ ბენზემას ოქროს ბურთის მოგების შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად ხვიჩა მე-15 პოზიციას იკავებდა, ყოველთვე რეიტინგი იცვლებოდა და ქართველი ვარსკვლავი ნოემბერში მე-10 გახდა, დეკემბერსა და იანვარში მე-9, დღეს კი უკვე მე-8-ეა. ხვიჩა უსწრებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: მოჰამედ სალაჰი, ჰარი კეინი, კევინ დე ბრუინი, აშრაფ ჰაკიმი და ასევე მის თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენზე წინ იმყოფება. ხოლო ხვიჩა ჯერ-ჯერობით ჩამორჩება ლიონელ მესის, მბაპეს, ჰაალანდს, ლევანდოვსკის, ნეიმარს, რაშფორდსა და ვინისიუს ჯუნიორს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში