მოლდოვის პრეზიდენტი რუსეთს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს

14 თებერვალი 2023, 11:11 465 ნახვა

მოლდოვის პრეზიდენტი რუსეთს უცხო ქვეყნის დივერსანტების გამოყენებით მისი პატარა ქვეყნის ხელისუფლების დამხობის, ევროკავშირში  მისი გაწევრიანების შეჩერების  და ამ ქვეყნის  უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენების მცდელობაში  ადანაშაულებს. 

პრეზიდენტმა მაია სანდუმ კომენტარები   გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებისა და რამდენიმე დღეში  მთავრობის გადადგომის   შემდეგ გააკეთა. ზელენსკის თქმით,  უკრაინას  მოლდოვაში დესტაბილიზაციის  შესახებ რუსეთის დაზვერვის გეგმა  ჩაუვარდა ხელში.

სანდუ, რომლის ქვეყანაც ესაზღვრება უკრაინას, არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ყოფილი საბჭოთა ქვეყნის მიმართ მოსკოვის  ზრახვებისა და  დნესტრისპირეთში რუსული ჯარის ყოფნის შესახებ.  მისი თქმით,  გეგმით გათვალისწინებული იყო რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეების მოლდოვაში ჩასვლა პროტესტების პროვოცირებისა  და კანონიერი ხელისუფლების უკანონო პრორუსული ხელისუფლებით ჩანაცვლების მიზნით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში