აჭარის მთავრობის ვიზიტი

03 თებერვალი 2017, 00:00 2433 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძემ და ლაშა კომახიძემ შეხვედრა გამართეს უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან. ვასიფ თალიბოვის თქმით, აზერბაიჯანი პატივს სცემს  საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა წარმატებულია. თავის მხრივ, ზურაბ პატარაძემ, აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებარე გზის დასრულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები ავტონომიური რესპუბლიკების უნივერსიტეტებს შორის, გააქტიურდება ბავშვთა მკურნალობის პროგრამები. განხილულ იქნა ნახიჩევანი - ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღების საკითხი და ტურისტული მიმართულებით გააქტიურება. სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანული მხარე მზად არის ითანამშრომლოს მთიან აჭარაში მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარიდან ციტრუსის ექსპორტირების შესახებ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი