პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

13 თებერვალი 2023, 14:40 538 ნახვა

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრებიც გამართა.  პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კლაუს შვაბს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ორნიშნა ეკონიმიკური ზრდა და სტაბილური გარემო უზრუნველყო.

ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას. ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველსაც შეხვდა.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ორმხრივი, დინამიკური თანამშრომლობა აქვთ და მნიშვნელოვანია ეკონომიკის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელსაც შეხვდა. განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი