პრემიერი მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 თებერვალი 2023, 14:15 565 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. „ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი