სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

11 თებერვალი 2023, 22:36 806 ნახვა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ვარშავის მსოფლიოს თასის ვერცხლის მედლის მფლობელია.

სანდრო ხმლით ფარიკაობის ფინალში პოლონელ კრშიშტოფ კაცზსკოვსკისთან დაძაბულ დაპირისპირებაში 13-15 დამარცხდა.

პოლონეთში გამართულ მსოფლიოს თასსზე ბაზაძემ პირველ ეტაპზე რუმინელ ჯორჯ დრაგომირი, შემდეგ ფრანგები ტომა მარტინი და სებასტიენ პატრისი დაამარცხა. მეოთხედფინალში ამერიკელ ელი დერშვიცის და ნახევარფინალში კი ლუიჯი სამელეს მოუგო.

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში