საქართველოს მთავრობამ ქვეყანას დიდი განსაცდელი - ომი აარიდა თავიდან – პრემიერი

11 თებერვალი 2023, 18:04 672 ნახვა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისევ მეორე ფრონტის გახსნის  მცდელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამის თავიდან ასარიდებლად.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით არაერთი განცხადება ისმოდა და დღესაც ისმის ამ საკითხის ირგვლივ, ასევე არეულობის მოწყობის მცდელობაში ოპონენტებსაც ადანაშაულებს.

პრემიერი ამბობს, იმასაც რომ ომს დასასრული არ უჩანს და არც  მცდელობა ჩანს  მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ.

პრემიერის ამ განცხადებას ოპონენტები ეხმაურებიან და რუსულ ნარატივზე საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი