სტრასბურგის გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმეზე

09 თებერვალი 2023, 18:25 1338 ნახვა

„უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ - საქმეზე  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი ცნობილია. ევროსასამართლომ საქმეზე ნაწილობრივი დარღვევა დაადგინა. მიიჩნია, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ევროკონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები დაირღვა. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს უგულავას სასარგებლოდ, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. მასში აქცენტირებულია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევები არ დაადგინა. უწყების ცნობით, მომჩივანი 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) კანონიერების თაობაზე დაობდა და ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა, რაც სამინისტროს ინფორმაციით, ევროსასამართლომ არ დაადასტურა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა გიგი უგულავაც და ამბობს, რომ სტრასბურგში სასამართლო მოიგო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი