სახლის ნგრევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის და ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცს მოტეხილობების გამო, რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევა გუშინ ქვედა განთიადში მოხდა, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაშავდა, ერთი 49 წლის კი მამაკაცი გარდაიცვალა. სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათი გაგრძელდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისმხობს.