თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა

07 თებერვალი 2023, 10:01 845 ნახვა

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები  დაფიქსირდა.  აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად იყო. ამასთან, ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ,  240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. დაინგრა 6 200-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, სირიაში სტიქიას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი