მთავარი სპორტში

06 თებერვალი 2023, 19:51 701 ნახვა

სუპერლიგის გუნდის, „მალათიასპორის“ მეკარე ეიუპ თურქასლანი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა. მაშველების ინფორმაციით, თურქასლანის მეუღლეს ნანგრევებში მიაგნეს და გადაარჩინეს, თუმცა თავად მეკარე ტრაგედიას ვერ გადაურჩა. გავრცელებული ინფორმაციით ნანგრევებში ეძებენ „ჰატაისპორის“ ფეხბურთელ კრისტიან ატსუს, დაშავდა „ჰატაისპორის“ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, როგორც ვიცით საბა ლობჟანიძეც აღნიშნულ გუნდში თამაშობს და საბედნიეროდ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.სოციალურ ქსელში გავრცელდა ჰატაისპორის მთავარი მწვრთნელის და თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარის ვოლქან დემირელის ვიდეო, რომელიც ამბობს, რომ ჰატაიში უმძიმესი მდგომარეობაა. თურქეთში კლუბ „ანკარაგუჯუში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ბერიძე თამაშობს და ბოლო ცნობებით თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით „მარასპორის“ საფეხბურთო გუნდი იმ სასტუმროში იყო დაბინავებული, რომელიც კატასტროფის დროს ჩამოინგრა. ასევე ფრენბურთის ერთ-ერთი ახალგაზრდული ქალთა და მამაკაცთა გუნდებიც ნანგრევებში არიან მოყოლილნი და მათ დახმარებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ.ამას გარდა ლეგენდარული თურქი მოჭიდავე ტაჰა აკგული ტვიტერის მეშვეობით პოსტს აქვეყნებს, რომ შენობის ნანგრევებში 30-40-მდე მოჭიდავეა მოყოლილი და დახმარებას ითხოვს. "კაჰრამანმარაშის საჭიდაო კლუბის შენობა დაინგრა და ნანგრევების ქვეშ ჩვენი 30-40 სპორტსმენია. გთხოვთ, წავიდეთ საჭიდაო კლუბში ჩვენი ძმების დასახმარებლად", - დაწერა თურქმა მოჭიდავემ სოციალურ ქსელში.

ანტალიაში წინასასეზონო შეკრების საკონტროლო შეხვედრაში ‘’დინამო’’ ბათუმი ‘’ოლექსანდრიას’’ შეხვდა და 4:2 მოიგო, ბათუმელთა მხრიდან გოლები მამუჩაშვილმა, რეხვიაშვილმა და ბიძინაშვილმა გაიტანეს, ერთი კი ასევე ავტოგოლიც ვიხილეთ. წინასასეზონო შეკრებაზე დინამომ სულ ხუთი მატჩი უნდა გამართოს. 17 თებერვლის შემდეგ კი გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და საქართველოს ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც სტარტს 25 თებერვალს იღებს, თუმცა თავად დინამო ბათუმი პირველ შეხვედრას 26 თებერვალს ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს.

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილმა, ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ, რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ცნობილი გახდა. წლის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ტატო გრიგალაშვილს ერგო.  საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დაასახელეს. საუკეთესო იპონის ნომინაციაში ბექა ღვინიაშვილის იპონი იყო. ხოლო საუკეთესო მომენტად გრიგალაშვილისა და ბელგიელი მატიას კასეს ორთაბრძოლა შეფასდა.

„ვალენსია“ ესპანეთის მე-20 ტურში „ჟირონასთან“ გამართულ მატჩში მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. ეს არის მორიგი და კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში ვალენსიელების, მაგრამ მარცხის მიუხედავად ისევ შესანიშნავი იყო ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ვალენსიამ უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგო, ეს 22 წლის ქართველი მეკარის დამსახურებაა. მამარდაშვილმა 7 სეივი მიითვალა და განსაკუთრებით პირველ ტაიმში გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. მხოლოდ გიორგის კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა ქულების მოსაპოვებლად ვალენსიური გუნდისთვის. თუკი მალევე არ გამოსწორდა სიტუაცია შეიძლება ვალენსია ლა ლიგადან საერთოდ გავარდეს ამ დროისთვის 20 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით უსწრებს. ვალენსია მომდევნო ტურში, 11 თებერვალს, ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლებენ. მამარდაშვილმა „ჰუსქორდი-სგან“ 7.9 ქულა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება იყო.

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბრეშას დაუპირისპირდა და 84:78,მოუგო . თორნიკეს მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა, მან 23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვირტუსს მარკო ბელინელიმ ულიდერა, რომელმაც 18 წუთში 23 ქულა მიითვალა. მას ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. შენგელიას გუნდი 14 მოგებითა და 4 მარცხით სერია A-ში მე-2 ადგილზეა.

NBA-ს ვარსკვლავი კაირი ირვინგი „დალას მავერიქსში“ ლუკა დონჩიჩთან ითამაშებს. გაცვლის შემდეგ, „ბრუკლინ ნეტსი“ დორიან ფინი-სმითს, სპენსერ დინვიდის, 2029 წლის დრაფტის პირველი წრის ერთ და მეორე წრის ორ არჩევანს მიიღებს..  ირვინგმა მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 27.1 ქულა, 5.1 მოხსნა, 5.3 პასი და 1.1 ჩაჭრა ჰქონდა. კაირის ახალ კლუბს დალასს მოგება წაგების ბალანსი 28-26 აქვს და დასავლეთში მე-6 პოზიციაზეა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში