აუცილებელი პროცედურები

02 თებერვალი 2017, 00:00 3123 ნახვა

თუ თქვენ ბიომეტრიული პასპორტები გაქვთ 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებთ  შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებით. უვიზოდ გაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ და  4 არაწევრ ქვეყანაში, ასევე  შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეძლებთ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგი 2012 წელს გაიხსნა, რასაც წინ უსწრებდა საქართველო-ევროკავშირს შორის შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება. 4 წლის წინ  თებერვალში საქართველოს მხარეს გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის მოთხოვნების შესრულებაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა. ჯამში, სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად მიღებულ იქნა 130-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი, დამტკიცდა 8 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა ახალი მექანიზმები. ასეთია გზა  რომელიც ვიზალიბერალიზაციის მინიჭებამდე საქართველოს ხელისუფლებამ გაიარა. 

ამავე კატეგორიაში