უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მთელი ღამის განმავლობაში, საჰაერო განგაში იყო.
გამაფრთხლებელი სიგნალები ამოქმედდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში. განგაშის სიგნალები ისმოდა ზაპოროჟიეს იმ ტერიტორიებზე, რომელთაც კიევი აკონტროლებს.
ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. იქ ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მტერმა 4 სარაკეტო შეტევა მოახდინა დონეცკის რეგიონში ხარკოვისა და დრუჟკოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და განახორციელა 56 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათ შორის ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე. არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის თავდასხმა 14 დასახლების რაიონებში.