ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

06 თებერვალი 2023, 10:04 1714 ნახვა

ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერზე“ წერს.

"იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით”, - წერს ერდოღანი,

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ  მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი.

თურქეთის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 76 ადამიანი ემსხვერპლა, 440 კი დაშავდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა მეზობელ სირიაშიც. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 42 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი