სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა

06 თებერვალი 2023, 09:15 612 ნახვა

სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა.

არსებული ინფორმაციით,  გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეუფერხებლად ხორციედლება  სხვა გეგმიური რეისები.

თურქული მედიის ცნობით,  მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი