გიორგი ჩალაძის განცხადებით თუ მათ სასამართლოს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებთ, მას აქვს სამი სხვადასხვა გეგმა აქვს, თუ როგორ გამოიყვანოს ის ციხიდან და იმეორებს ომის რიტორიკას. მან ეს რიტორიკა გუშინაც გააჟღერა, ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემად იქცა.
ოპოზიციის ნაწილმა ამ განცხადებას მავნებლური უწოდა და ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, გაემიჯნონ პარტიის წევრის განცხადებას. თანაგუნდელის ომის რიტორიკას არ იზიარებენ პარტიაში.
''ნაციონალურ მოძრაობაში'' ამბობენ, რომ გიორგი ჩალაძეს ჩაბარდა სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები, აქვს დამოუკიდებელი დღის წესრიგი და მისი განცხადება ერთი კერძო პირის განცხადებაა.