საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ბათუმში გამართავს, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის, კვიპროსის, ნორვეგიის და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპის „ა“ ჯგუფში მოხვდა.
პირველ შეხვედრას ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ბათუმში 28 მარტს ჩაატარებს.