ევროპული პოლიტიკური გაერთიანება მოლდოვაში შეიკრიბება

04 თებერვალი 2023, 14:45 617 ნახვა

მოლდოვის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ, გუშინ გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გავრცელდა.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და უკრაინა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას მიესალმებიან, რომელიც პრაღაში 6 ოქტომბერს გაიმართა. გაერთიანება მომდევნო შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.

ცნობისთვის, ევროპული გაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. პირველ შეხვედრაზე პრაღაში საქართველოც მონაწილეობდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი