ვის დაუფინანსდება აჭარაში თვალის ბადურის მედიკამენტური მკურნალობა

04 თებერვალი 2023, 11:40 609 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წელს დაიწყო თვალის ბადურის მძიმე დაავადებების ინტრავი-ტრეალური მკურნალობის დაფინანსება ახალი თაობის ანტიან-გიოგენური მედიკამენტებით. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეები.

პროგრამის მიზანია თანამედროვე მკურნალობის სერვისებზე პაციენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განვითარების რისკის შემცირებას, მხედველობის ფუნქციის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას.

პროგრამის პირველ მოსარგებლეებს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერთ-ერთ კლინიკაში შეხვდნენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი